კომპიუტერული სერვისი tel:599.199937 $20 - $300 http://windowsis-gadayeneba.com/images/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.jpg
18 apt., 5, Nikolai Gogol St Tbilisi, Tbilisi Georgia 0112. +995 599 19 99 37
Latitude: 41.718116 Longitude: 44.799519

კომპიუტერული მომსახურება და ვინდოუსის გადაყენება სახლებსა და ოფისებში ტელ599199937

ვინდოუსის გადაყენება

კომპიუტერული მომსახურება



ჩვენი დევიზი: „იაფად - არ ნიშნავს ხარისხიანად“.
tel: 599.199937
შემოდით ჩვენს ფეისბუკ გვერძე
https://www.facebook.com/instal.wind/


2015 წლის 29 ივლისს, Microsoft-მა წარმოადგინა Windows 10-ის ფინალური ვერსია (Build 10240 /NT 10.0)

ცვლილებები ძალიან ბევრია, აქ ჩამოვთვლი ძირითადებს:

  • სრულიად გადამუშავებული და შეცვლილია სამომხმარებლო ინტერფეისი (UI), დაბრუნდა "ძველი" Start მენიუ, თუმცა განახლებული სახით, ახლა შესაძლებელია გვქონდეს როგორც "ტრადიციული" სტარტ მენიუ, ისე 8.1 სტილის Start Screen, ან მათი კომბინაცია,
  • მთლიანად გადამუშავებული და შეცვლილია პიქტოგრამები (იკონკები), ჩემი სუბიექტური აზრით, უფრო "გათანამედროვებული"
  • მოყვება ახალი, თანამედროვე, სწრაფი და მსუბუქი ბრაუზერი Microsoft Edge, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს Internet Explorer (ცნობსათვის, Windows 10-ს მოყვება Internet Explorer 11)
  • გაუმჯობესებულია მულტიმედია მხარდაჭერა, Groove Music და Movie & TV აპლიკაციებით, აქვს MKV, MP4 და ბევრი სხვა ფორმატის ნატივური მხარდაჭერა დამატებითი კოდეკების ინსტალაციის გარეშე, ასევე X264 და H264 კოდეკების მხარდაჭერა
  • სისტემაში ინტეგრირებულია DirectX 12 API, მისი სრული აპარატურული მხარდაჭერა ჯერ მხოლოდ რამდენიმე ვიდეობარათს აქვს, და აპლიკაციები ფაქტიურად არაა DX12 მხარდაჭერით, მაგრამ Microsoft-ის განცხადებით, DX12 API-ს გამოყენება გრაფიკულ აპლიკაციებში 50%-ით შეამცირებს ცენტრალური პროცესორის დატვირთვას და 20%-ით ვიდეობარათის დატვირთვას, თუმცა "გამონთავისუფლებული" სიმძლავრეები უფრო რთული გრაფიკული ელემენტების შექმნაზე დაიხარჯება, რის შედეგადაც მივიღებთ გაცილებით კარგ გრაფიკას იგივე აპარატურული რესურსებით წინა WIndows-ებთან შედარებით
  • Cortana -ციფრული ასისტენტი - დაგეხმარებათ არა მარტო ძებნაში, არამედ ორგანიზებაშიც, შეგახსენებთ მნიშვნელოვან თარიღებს და მოვლენებს, მოგაწვდით თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას, მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც ტექსტურ, ისე ხმოვან რეჟიმში
  • ვირტუალური ეკრანების მხარდაჭერა - ძალიან მოხერხებული საშუალება ერთმონიტორიან სისტემაზე ფანჯრების ორგანიზებისთვის, შეგიძიათ დააჯგუფოთ ფანჯრები თემატურად და მოათავსოთ ცალ-ცალკე ვირტუალურ დესკტოპებზე.
  • Action Center- გადამუშავებული Notification ცენტრი
  • Windows Hello- ბიომეტრული იდენტიფიაციის სისტემა დაფუძვნებული სახის ამოცნობასა და თითის ანაბეჭდის სკანირებაზე
  • Feedback- უკუკავშირის საშუალება, რათა მომხმარებლებმა ადვილად მიაწვდინონ ხმა Microsoft-ს პრობლემებსა თუ ფუნქციების დამატების მოთხოვნაზე
  • და კიდევ ბევრი სიახლე

არ შეცვლილა, იგივეა რაც WIndows 7/8/8.1 შემთხვევაში:

  • 1გიგაჰერცი სიხშირის პროცესორი
  • 1გბ ოპერატიული მეხსიერება (2 გბ 64 ბიტიანი სისტემებისთვის)
  • ვიდეობარათი DirectX9 ან უფრო ახლის მხარდაჭერით და WDDM 1.0 მხარდაჭერით
  • 800X600 გარჩევადობის მონიტორი

WIndows 10-ის გამოცემები

მსგავსად Windows 8/8.1-ისა არის Home და Pro გამოცემები, 32 და 64 ბიტიანი

ასევე ორგანიზაციებისთვის Entreprise ვერსია, რომელიც Pro ვერსიაზეა დაფუძვნებული და ამატებს გარკვეულ ფუნქციონალს, რომელიც მორგებულია ორგანიზაციებში მუშაობის გაადვიილებისთვის (მაგალითად საკუთარი KMS სერვერის გამოყენება გააქტიურებისთვის, საკუთარი აპდეით სერვერი, ასევე სხვა ხელსაწყოები ცენტრალიზებული მართვისთვის)

იქნება N ვერსია ევროკავშირისთვის (WMP და IE-ს გარეშე) და Single Languege ვერსიები შეზღუდულებია მხოლოდ ერთი სისტემური ენის დაყენების შესაძკებლობით.

Windows 10 Education გამოცემა, როგორც სახელიდან ხვდებით განუთვნილია საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის (სკოლა, კოლეჯი, ინსტიტუტი, უნივერსიტეტი და ა.შ), დაფუძვნებულია Enterprise გამოცემაზე, მხოლოდ Education ლიცენზირებით, შესაძლებელი იქნება ასევე სტუდენტებმა და მასწავლებლებმა,ვინც იყენებენ WIndows 10 Home გამოცემას, გააკეთონ აპგრეიდი Education გამოცემაზე

გადმოწერა

გზა1-აპგრეიდი

Microsoft გვთავაზობს უფასო აპგრეიდს 1 წლის განმავლობაში (2016 წლის 29 ივლისამდე) Windows 7/8/8.1 დან Windows 10-მდე Windows Update-ს საშუალებით

Windows 7 Starter, Home Basic, Home Premium, Windows 8.1(core) დააპგრეიდდებიან Windows 10 Home-ამდე

Windows 7 Pro და Ultimate, Windows 8.1 Pro დააპგრეიდდებიან Windows 10 Pro-მდე

ლიცენზია შენარჩუნდება მხოლოდ აპგრეიდისას და არა სუფთა ინსტალაციისას, თუმცა მას მერე რაც გექნებათ Windows 10-ის გააქტიურებული ლიცენზია, შეგიძლიათ ჩაატაროთ Recovery: Refresh ან Reinstall (როგორც Windows 8.1-ში)

P.S: აპგრეიდის მერე წინა Windows-ის ინსტალაცია (Windows.old) და Win10-ის საინტალაციო შეგიძლიათ წაშალოთ Disk Cleanup-ით, დეტალური ინსტრუქცია ნახეთ tenforums.com-ზე, თუმცა ამის გაკეთების შემდეგ ვეღარ შეძლებთ დაბრუნებას წინა OS-ზე!

გზა 2- სუფთა ინსტალაცია

Microsoft-მა აქაც გაგვიადვილა საქმე, აღარ გვჭირდება ტორენტებიდან ISO ფაილების ქაჩვა შემდეგ მათი ნამდვილობის გადამოწმება, შეგვიძლია გადმოვწეროთ პირდაპირ Microsoft-ის საიტიდან: Windows 10 Media Creation Tool

პროგრამა ძალზე მარტივია, გადმოიწერეთ შესაბამისი ვერსია, ჩართეთ პროგრამა და აირჩიეთ, გინდათ აპგრეიდი თუ საინსტალაციოს შექმნა, საინსტალაციო შეგიძლიათ ჩაწეროთ პირდაპირ ფლეშკაზე (მინიმუმ 4 გბ) ან შეინახოთ ISO ფაილი. ირჩევთ ენას, ვერსიას და ბიტიანობას. ასევე მოცემული ოფიციალური საიტიდან ყოველთვის გადმოწერთ ბოლო ვერსიას (2017 წლის თებერვალში ესაა 1607)

ინსტალაციისას შეიძლება სერიული ნომრის შეყვანის გამოტოვება!

განახლებები

Microsoft-ის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ფუნქციების დახვეწას და დამატებას Windows 10-ში, და მომხმარებლებს მიაწვდიან განახლების სახით (მაგალითად, პლაგინების მხარდაჭერა Edge-სთვის), ანუ აღარ იქნება Windows 11, 12 და ა.შ, ყოველ შემთხვევაში მინიმუმ 5 წელი მაინც, ამიტომ მნიშვნელოვანია WIndows Update გქონდეთ ჩართული!

ახალი გადმოწერილი საინსტალაციო ყოველთვის იქნება ბოლო ვერსია-ბილდი (თუმცა გარკვეული განახლებების დაყენება მაინც არის ხოლმე საჭირო)

Destroy Windows 10 Spying / DoNotSpy10/ Shut up 10

ინტერნეტში ძალიან ბევრი ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ Microsoft აგროვებს ინფორმაციას ყველა Windows 10-იდან (მათ შორის, აკრეფილ ტექსტს, აუდიო ფაილებს: რაც Cortana-ს უთხარით და ვიდეოფაილებს: ვებკამერით გადაღებულს) დეტალებისთვის შეგიძლიათ გადახედოთ თემას: Windows 10-ს დაყენებამდე გაითვალისწინეთ, მართალია ეს ყველაფერი საბოლოოდ დადასტურებული არაა, მაგამ თუ გსურთ პირადი ინფორმაცია უსაფრთხოდ გქონდეთ Microsoft-ისგან, შეგიძლიათ გამოიყენოთ უტილიტები Destroy Windows 10 Spying, DoNotSpy10, Shut Up 10 (უტილიტები ერთმანეთის მსგავსია ფუნქციონალით, მე უფრო ხშირად Shut Up 10 ვიყენებ, უფრო მოხერხებული ინტერფეისია და დაწვრილებითი აღწერა აქვს თითოეულ ფუნქციას, ასევე დაჯგუფებულია იმის მიხედვით თუ რამდენად რეკომენდირებულია ამა თუ იმ ფუნქციის გათიშვა, გ) თუმცა, მ შემთხვევაში არ ხართ გარანტირებული იმისგან, რომ Microsoft ვერ შეაგროვებს თქვენი კომპიდან პირად მონაცემებს რაიმე სხვა ხერხით(თეორიულად) და ასევე არც იმისგან ხართ დაზღვეული, რომ Windows 10 გამართულად იმუშავებს, ყოველ შემთხვევაში ჯერ, ჯერობით არც პირველი დადასტურებულა და არც გაუმართაობა შემჩნეულა ამ უტილიტის გამოყენების შემდეგ

COVID-19 პანდემიის და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, შესაძლოა განცხადების ავტორი დროებით არ ასრულებდეს მომსახურებას more...